მაიამის ინტერესი მაკკენის მიმართ სერიოზულია
მაიამის ინტერი იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს.
ამერიკელები ტურინულ გრანდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს, ხოლო თავად უესტონს 3-წლიან კონტრაქტს და სეზონში გასამრჯელოს სახით 3.5 მილიონ ევროს სთავაზობენ.
ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ფეხბურთელს ევროპის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება…