იუვეს ლუისის თაობაზე წინადადება არ მიუღია, ბრაზილიელი იუვენტუსში დარჩენისთვის იბრძოლებს
დუგლას ლუისის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური მისი იუვენტუსში დარჩენაა.
ასტონ ვილადან დაბრუნებული ნახევარმცველის თაობაზე იუვენტუსს ამ მომენტისთვის არანაირი წინადადება არ მიუღია, ფეხბურთელი 13 ივლისს კონტინასაზე გამოცხადდება და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლუისი იმედოვნებს, რომ საზაფხულო ტურნეს დროს თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს, ლუჩიანო სპალეტის ნდობას დაიმსახურებს და იუვენტუსში კიდევ ერთ შანსს მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
