იუვე ანგისას სიტუაციას აკვირდება
ნაპოლის ძამბო ანგისა იუვენტუსის ერთ-ერთ პოტენციურ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
კამერუნელი ფეხბურთელის კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ არ არის გამორიცხული, ნაპოლის ფეხბურთელის გაყიდვა მომდევნო კვირებში მოუწიოს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ანგისას ერთ-ერთი პოტენციური მსურველი სწორედ იუვენტუსია. ლუჩიანო სპალეტი კამერუნელს იუვენტუსის რიგებში სიამოვნებით იხილავდა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
