TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუისის თამაში მონცასთან მატჩში საეჭვოა

დუგლას ლუისი დიდი ალბათობით გუნდს ვერც მონცასთან მატჩში დაეხმარება.

ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანს ლაზარეთიდან ახლახანს დაუბრუნდა, თუმცა მანჩესტერ სიტითან მატჩში მცირე დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მან კალიარისთან შეხვედრა გამოტოვა და სავარაუდოდ გუნდს ვერც მონცას წინააღმდეგ დაეხმარება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლუისს რაიმე სერიოზული ტრავმა არ აქვს, თუმცა რისკის თავიდან ასარიდებლად მას დასვენების საშუალება მიეცემა.