TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დუგლას ლუისი სეზონის განახლების შემდეგ სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდება

დუგლას ლუისი გასული სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციაა და ყველასთვის გასაკვირი იყო, რომ ბრაზილიელმა გასულ მატჩებში არც თუ ისე ბევრი დრო მიიღო.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუისის ხარისხსა და მნიშვნელობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, თუმცა პრობლემა მისი ფიზიკური კონდიციები გახლავთ, რის გამოც ტიაგო მოტამ მისი სკამზე დატოვება გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, ტიაგო მოტა კონტინასაზე ბრაზილიელთან განსაკუთრებით ინტენსიურად მუშაობს და სეზონის განახლების შემდეგ ლუისი იუვენტუსის სასტარტო შემადგენლობაში კუთვნილ ადგილს დიაკავებს.