TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლოპოტეგი:“ ენ-ნესირი შესანიშნავი ფეხბურთელია, ის იუვენტუსის წნეხს გაუმკლავდება“

ყატარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპოტეგიმ ენ-ნესირის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

ესპანელი სპეციალისტი მოროკოელ ფეხბურთელს სევილიაში მუშაობის დროიდან იცნობს.

„ვფიქრობ, იუვენტუსმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ენ-ნესირი შესანიშნავი ფეხბურთელია, მას ძალიან კარგი ტექნიკური მახასიათებლები აქვს, არის შესანიშნავი ადამიანია და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ის იუვენტუსის წნეხს გაუმკლავდება და იტალიურ ფხბურთს კარგად მოერგება.

„სევილიაში ჩვენ აგრესიულ, მაღალ პრესინგზე ორიენტირებულ ფეხბურთს ვთამაშობდით, რაც დღევანდელ იუვენტუსს შეეფერება. იუსეფი ამ რითმსა და ინტენსიობას მარტივად უმკლავდებოდა, მას შესანიშნავი შრომის ეთიკა აქვს, მეორე სართულზე ძალიან კარგად თამაშობს და კარგი ფინიშერია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !