ლოკატელიმ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს
იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ შესაძლოა ზაფხულში ტურინული გრანდის რიგები დატოვოს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს მარსელი იჩენს, სადაც ფეხბურთელის ხილვა პირადად რობერტო დე ძერბის სურს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ლოკატელის გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე დაინტერესებული გუნდი 40-45 მილიონ ევროს გადაიხდის.