ლოკატელი:“ ვიცით, რომ რთულ სიტუაციაში ვართ და ეს დაუყნოვებლივ უნდა გამოვასწოროთ“
იუვენტუსის კაპიტანმა მანუელ ლოკატელიმ ემპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს და ეს კარგად გვესმის, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში უნდა დავამტკიცოთ, რომ სირთულეების გადალახვა შეგვიძლია. დღეს უმნიშვნელოვანესი არა ჩვენი თამაშის სტილი, არამედ საბოლოო შედეგია, თითოეული ჩვენგანი მოედანზე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და სასურველი შედეგისთვის ყველაფერი გააკეთოს.
„პასუხისმგებლობა, რომელიც კაპიტანის სამკლაურს მოაქვს ? მე აქ უკვე დიდი ხანია ვარ და ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის კაპიტნის სამკლაური. ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს და შედარებით გამოცდილმა ფეხბურთელებმა მათ მაგალითი უნდა მივცეთ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.
„ჩვენ ახალი პროექტი გვაქვს, გუნდი რეკონსტრუქციის პორცესშია, ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ და მზად ვართ, ამ გზაზე არსებული სირთულეები გადავლახოთ. ვიცით, რომ იუვენტუსში ბევრ დროს არავინ მოგცემს, ამიტომ ჩვენ სიტუაციის გამოსწორება დღესვე უდნა დავიწყოთ.“