ლოკატელი:“ ჩემი გუნდით და ქომაგებით უზომოდ ვამაყობ“
იუვენტუსის კაპიტანმა მანუელ ლოკატელიმ გალათასარაისთან მატჩი შეაფასა.
„ემოციები ? სიმართლე რომ გითხრათ, ტირილის პირას ვარ, რადგან ჩვენ მოედანზე სული და გული დავტოვეთ. სამწუხაროდ, პირველ მატჩში მომხდარმა ინციდენტმა საქმე ძალიან გაგვირთულა, მაგრამ დღეს ჩემი გუნდითა და ქომაგებით უზომოდ ვამაყობ. ასეთი მატჩები ყოველთვის ჩვენ გულებში რჩება. მართალია სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ დღეს მივიღეთ ენერგია, რომელიც სეზონის ბოლომდე გაგვყვება.
„დღეს თითოეულმა ფეხბურთელმა, თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლა და გუნდის წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა. თუ ასე ვითამაშეთ, ჩვენ ამბიციური მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
„იდენტობა ? დიახ, სწორედ ასეთი უნდა იყოს იუვენტუსი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერს სტაბილურობა წყვეტს და ჩვენ ასეთი ჩავარდნების უფლება საკუთარ თავებს არ უნდა მივცეთ. მართალია ბოლო მატჩებში დავმარცხდით, მაგრამ მწვრთნელთან ერთად სწორ გზაზე ვართ და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
