ლოკატელი:“ ჩვენ თითოეული ქულისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“
მანუელ ლოკატელიმ ბოლონიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვთქვა ალექს მანინგერის გარდაცვალების გამო. მე მისი გაცნობის პატივი მხვდა წილად და ვიცი, რომ ალექსი შესანიშნავი ადამიანი იყო, ეს ძალიან სამწუხარო ტრაგედიაა.
„ახალი კონტრაქტი ? ვიცოდი, რომ დღეს ამ კონფერენციის გამართვა და ამ თემაზე საუბარი მომიწევდა. საკუთარ თავს ვკითხე:“ როგორ გამოვხატო ის გრძნობა, რომ იუვენტუსთან კონტრაქტი გავაფორმე, რომ იუვენტუსის კაპიტანი ვარ ?“ როგორც ადამიანი, რომელიც ყოველთვის იუვენტუსში თამაშზე ოცნებობდა, მე ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა მიჭირს, ეს უბრალოდ უდიდესი ბედნიერება, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, მე ვალდებული ვარ, გუნდს და ქომაგებს ნდობა ჩემი კარგი თამაშით და ლიდერობით გადავუხადო.
„უმნიშვნელოვანესი მატჩი ? ჩვენ ახლა სეზონის ისეთ მომენტში ვართ, როდესაც თითოეული შეხვედრა, თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მეტოქეების შედეგებს არ უნდა ვუყუროთ, მხოლოდ საკუთარ თავებზე ვიფიქროთ და თითეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.
„მოლოდინები ? სამწუხაროდ, ამ სეზონში ჩვენ გამარჯვება ვერ შევძელით. ახლა ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურია, ეს ჩვენი პროექტისა და ამბიციების პროგრესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მწვრთნელისა და ილდისის ახალი კონტრაქტები გუნდის ამბიციებს ადასტურებს და დარწმუნბული ვარ, ჩვენ გამარჯვებას ძალიან მალე შევძლებთ.
„ტრანსფერები ტიტულების მოსაპოვებლად ? ტრანსფერებზე მე ვერ ვისაუბრებ, ეს გუნდის ხელმძღვანელობის საქმეა. იუვენტუსში ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ და ჩვენ დღესაც შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, ბოლო წლებში შესაძლოა გამოუცდელობის გამო დავისაჯეთ, მაგრამ ახლა გვაქვს საფუძველი, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ.
„სტვენიდან ტაშამდე ? ყველამ იცის, რომ როდესაც ქომაგები მისტვენდნენ, ეს ჩემთვის ძალიან რთული მომენტი იყო, მაგრამ მე მუშაობას ვაგრძელებდი. იუვენტუსის მაისურის ტარება ყოველთვის წნეხის ქვეშ ყოფნას ნიშნავს, აქ შენგან ყოველთვის მაქსიმუმს ელოდებიან და ეს სრულიად ლოგიკურია, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
„სპალეტი ? ჩვენ ნაკრებში ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით, როდესაც ის იუვენტუსში მოვიდა, მე 100 პროცენტით მის განკარგულებაში ვიყავი. ჩვენ პირველივე დღეს ვისაუბრეთ, ეს ძალიან სასარგებლო და პოზიტიური დიალოგი იყო. მისი ნდობის გრძნობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
