ლოკატელი ახალ კონტრაქტს მომდევნო დღეებში გააფორმებს
იუვენტუსი და მანუელ ლოკატელი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ.
იტალიელი ფეხბურთელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და მის მიმართ მსურველების სია დღითი დღე იზრდება, თუმცა ის ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა და ტურინულ გრანდს კაპიტანთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლოკატელი იუვენტუსთან კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი გასამრჯელო სეზონში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
