კაპელო:“ იტალიის ნაკრების პრობლემები სერია ა-ს ანარეკლია“
ფაბიო კაპელოს თქმით, იტალიის ნაკრების ბოლოდროინდელი კრახი სერია ა-ს რეგრესის პირდაპირი წარმოჩინებაა.
„იტალიის ნაკრები სერია ა-ს პრობლემებს ასახავს. აქ ფეხბურთელები მოედანზე დადიან და დაძუნძულებენ, სხვა ტოპ ჩემპიონატებში კი ფეხბურთელები გაცილებით სწრაფად, მეტი ინტენსიობით თამაშობენ. ეს მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე არ აისახება, სწრაფი ფეხბურთი სწრაფად აზროვნების, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში გავარჯიშებს, იმ ფეხბურთს, რომელსაც ჩვენ იტალიაში ვთამაშობთ, საერთაშორისო დონეზე ადგილი აღარ აქვს.
„ყველაზე დიდი პრობლემა ახალგაზრდული სექტორებია, სადაც 12 წლის ბავშვებს უკვე ტაქტიკაზე ესაუბრებიან. ტაქტიკაზე საუბარი პროფესიონალებსაც კი უჭირთ, პატარა ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება, თავიანთი ტექნიკური შესაძლებლობები განავითარონ, სწორედ ეს არის ჩვენი უდიდესი პრობლემა, ჩვენ სწორი მასწავლებლები გვჭირდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
