TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლივერპული ჰეისენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ბრიტანული წყაროების ცნობით, ლივერპული იუვენტუსის ახალგაზრდა ტალანტის დინ ჰეისენის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ესპანელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია და ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.

ჰეისენის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა დააფიქსირა, თუმცა თავად ფეხბურთელს ამბიციურ კლუბში გადასვლა სურს, ამიტომ ვოლფსბურგი და შტუტგარტი უარით გაისტუმრა და უფრო ამბიციურ გუნდში გადასვლა უნდა.