ლივერპული და მანჩესტერი ხეფრენ ტურამის მიმართ ინტერესს არ კარგავენ
Tuttosport-ის ინფორმაციით, ინგლისური გრანდები იუვენტუსის ნახევარმცველის ხეფრენ ტურამის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავენ.
წყაროს ცნობით, ფრანგის ტრანსფერით ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან და იუვენტუსი მის თაობაზე მიღებული წინადადებების განხილვის წინააღმდეგი არ არის.
გამოცემის ინფორმაციით, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი ტურამის სანაცვლოდ 45 მილიონს გადაიხდის, ფრანგის გაყიდვა გამორიცხული არ იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
