ლივერპული ალისონის გაშვებაზე უარს ამბობს
ლივერპული ალისონის თაობაზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
იმის მიუხედავად, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს გუნდის დატოვება და იუვენტუსში გადასვლა სურს, სქაუზეები მის გაყიდვაზე უარს ამბობენ.
SportMediaset-ის ცნობით, იუვენტუსი ლივერპულთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, თუმცა პარალელურად ალტერნატიული ვარიანტების ძიებას იწყებს და ერთ-ერთი ლივერპულის მეორე კიპერი გიორგი მამარდაშვილია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
