კამბიაზოს მსურველების რიგი უდგას
როგორც დამიენ კომოლიმ დაადასტურა (იხილეთ აქ), გუნდს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს და დიდი ალბათობით ერთ-ერთი მათგანი ანდრეა კამბიაზო იქნება.
იტალიელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი უსახური სეზონი ჩაატარა და ის იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ტურინული გრანდი კამბიაზოს 40 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს.
მირკო დი ნატალეს ცნობით, კამბიაზოს მიმართ ინტერესს კომო, ინტერი, ნაპოლი, ბარსელონა, რეალი, ლივერპული, ტოტენჰემი და მანჩესტერ სიტი იჩენენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
