ლიპი:“ იუვენტუსმა ახალი პროექტი დაიწყო და დრო სჭირდება, ვლაჰოვიჩი ?…“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ DAZN-თან იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„ჩემს მიერ დაწერილი ისტორია იუვენტუსში ? მე იუვენტუსში ისტორია არ დამიწერია, მე ამ ისტორიის ნაწილი ვიყავი იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ. მე კარიერაში ძალიან გამიმართლა, გუნდში და ნაკრებში მომიწია გამორჩეულ ადამიანებთან მუშაობა და ჩვენ ერთად უამრავ წარმატებას მივაღწიეთ.
„არასტაბილური იუვე ? გუნდმა ახალი პროექტი დაიწყო და ამას დრო სჭირდება, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მილანის, ინტერის და იუვენტუსის დონის გუნდებში ბევრ დროს არავინ მოგცემს, რადგან იქ ყველა უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას არის მიჩვეული.
„მოტა ? მე ძალიან მოტივირებულ, ნიჭიერ, მონდომებულ და ყურადღებიან მწვრთნელს ვხედავ.
„ვლაჰოვიჩი ? ასეთ სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, მე ფეხბურთელებს ნდობას ვუცხადებდი და სათამაშო დროს ვაძლევდი მაშინ, როდესაც იმ მომენტში ამას არ იმსახურებდნენ, თუმცა წარსულში დამსახურებების გამო მათ შანსი ეკუთვნოდათ.
„ინძაგი ? მე არ ვიცი, არის თუ არა ის საუკეთესო იტალიელი მწვრთნელი, თუმცა სიმონე და კონტე საუკეთესო სამეულში ნამვდილად არიან.“