TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლესტერის გაუმჯობესებული წინადადება სულეს თაობაზე…

რომა და ლესტერი მატიას სულეს ტრანსფერისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ინგლისელები იუვენტუსს ახალგაზრდა არგენტინელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 35-36 მილიონ ევროს სთავაზობენ და ბიანკონერი მათი წინადადების მიღების წინააღმდეგი არ არის.

პრობლემა ამ მომენტისთვის თავად ფეხბურთელის სურვილია, რომელიც რომაში ტრანსფერს ამჯობინებს, თუმცა თუ ჯალოროსი უახლოეს პერიოდში იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვას ვერ შეძლებს, სულე ინგლისში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება.