ლაიფციგის ნახევარმცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისთვის მზადებას აგრძელებს და პოტენციური სამიზნეების ძიებაშია.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ლაიფციგის ნახევარმცველი ქსავიერ შლაგერი იქნება.
28 წლის ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ მისი გაფორმება იანვარში დაახლოებით 10 მილიონად იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
