ლაციო მირეტის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, ლაციო იუვენტუსის ნახევარმცველის ფაბიო მირეტის ტრანსფერით ინტერესდება.
Calciomercato-ს ცნობით, არწივები იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ და მათი ერთ-ერთი სამიზნე იუვენტუსის ფეხბურთელია, ის მაურიციო სარის პირადი მოთხოვნაა.
წყაროს ინფორმაციით, მირეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ლუჩიანო სპალეტი მიიღებს, მაგრამ ამ მომენტისთვის იტალიელის წასვლა იანვარში ნაკლებად მოსალოდნელია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
