La Verita: იუვენტუსსა და კონტეს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია
იტალიური გამოცემა La Verita-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ანტონიო კონტეს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და დიდი ალბათობით ტურინული გრანდის ლეგენდა სეზონის ბოლოს ბიანკონერის რიგებს დაუბრუნდება.
წყაროს ცნობით, ანტონიო კონტემ იუვენტუსში ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს მწვანე შუქი პირადად აუნთო.
გამოცემის ინფორმაციით, ნაპოლის კონტეს შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს და მის ნაცვლად გუნდში იუვენტუსის კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელის მაქს ალეგრის ხილვა სურს.