TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კრიშიტელო:“ იუვენტუსს დრო უნდა მივცეთ, თუ ყველაფერს ცვლი, შენ გარკვეული დრო გჭირდება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მიკელე კრიშიტელომ იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

„გასულ კვირებში იუვენტუსისა და პირადად ტიაგო მოტას მიმართ გამოთქმული კრიტიკა სრული აბსურდია.

„იუვენტუსმა ზაფხულში სრულიად ახალი პროექტი დაიწყო, გუნდში შეიცვალა მწვრთნელი, უამრავი ფეხბურთელი, სათამაშო ფილოსოფია. ჩვენ მათ დრო უნდა მივცეთ, რადგან თუ ყველაფერს ცვლი, ადაპტაციისთვის დრო საჭიროა და ეს განვითარების გარდაუვალი პროცესია.

„ტურინელებს სეზონის კარგი სტარტი აქვთ, ისინი სერია ა-ში მოწინავე პოზიციაზე არიან, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავი სტარტი აიღეს და ვფიქრობ, გუნდის გაკრიტიკების არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს.“