კოსტიჩის აგენტი მოლაპარაკებებს 3 გუნდთან აწარმოებს
იუვენტუსის ლატერალეს ფილიპ კოსტიჩის აგენტი ალესანდრო ლუჩი კლიენტისთვის ახალი გუნდის ძებას აგრძელებს.
კოსტიჩი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ მას გუნდის დატოვება მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუწევს.
Tuttosport-ის ცნობით, კოსტიჩის ტრანსფერზე ფენერბაჰჩე, კრისტალ პალასი და ატლეტიკო მუშაობენ, თუმცა ამ მომენტისთვის კონკრეტული წინადადებით იუვენტუსისთვის არც ერთ მათგანს არ მიუმართავს.