TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოსტიჩი სეზონის ბოლოს იუვენტუსში დაბრუნდება

ფილიპ კოსტიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება.

თურქული გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, ფენერბაჰჩე სერბი ფეხბურთელის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის – 7 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და სეზონის ბოლოს მის ტურინში დაბრუნებას გეგმავს.

კოსტიჩი იუვენტუსის გეგმებში არ შედის, ამიტომ ბიანკონერი ამჯერად მის საბოლოოდ გაყიდვას ეცდება.

45 views
error: დაცული კონტენტი !