TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოსტიჩი იუვენტუსის დატოვებასთან ახლოს არის

ფილიპ კოსტიჩი იუვენტუსის რიგებს დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში დატოვებს.

SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ კრისტალ პალასის მიერ შეთავაზებული 8 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს და თუ კოსტიჩმა ინგლისურ გუნდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, ტრანსფერი უმოკლეს დროში დაიხურება.

კოსტიჩის დარწმუნებას პირადად კრისტალ პალასის ახალი მწვრთნელი ოლივერ გლასნერი ცდილობს, ის სერბთან ერთად აინტრახტში მუშაობდა, ამიტომ მხარეებს საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ.

28 views
error: დაცული კონტენტი !