TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინა მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას ანახლებს

ფიორენტინასა და იუვენტუსს შორის უესტონ მაკკენის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, მხარეები მაკკენის სიტუაციას განცალკევებით განიხილავენ და ამერიკელი ფეხბურთელი ნიკო გონსალესის ტრანსფერში ჩართული არ იქნება.

იუვენტუსი ამერიკელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც ფლორენციელებისთვის პრობლემა არ იქნება, მაგრამ ფიორენტინაში გადასასვლელად მაკკენის მოთხოვნილი ხელფასის – 5 მილიონი ევროს შემცირება მოუწევს.