TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტიჩი კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს

იუვენტუსი და ფენერბაჰჩე ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სერბი ფეხბურთელი თურქულ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

კოსტიჩი უახლოეს საათებში თურქეთში გაემგზავრება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ჟოზე მოურინიოს გუნდს ოფიციალურად შეუერთდება.