TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ფეიენორდის მცველით ინტერესდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ფეიენორდის მცველის დავიდ ჰანცკოს ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იჯარით გაფორმებული პიერ კალულუს, ასევე ვეტერანი დანილოს პოტენციური შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ 26 წლის სლოვაკი ფეხბურთელია.

ნიდერლნადელები ჰანცკოს სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა იუვენტუსს ამ თანხის შემცირება ფაკუნდო გონსალესის გამოყენებით სურს, ვინც ნიდერლანდელებს იჯარის წესით გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, მისი შემდგომში 6 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.