TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტიჩმა ფიორენტინასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფილიპ კოსტიჩი და ფიორენტინა პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, სერბი ფეხბურთელი იებთან 3-წლიან (1+2) კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 1.5 მილიონი ევრო იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკეები გრძელდება გუნდებს შორისაც. ფიორენტინას სერბის 1-წლიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი გამოსყიდვის პერსპექტივით, ბიანკონერის კი უნდა, რომ კოსტიჩის 7-8 მილიონად გამოსყიდვა სეზონის ბოლოს სავალდებულო იყოს.