კოშტა:“ იუვენტუსი სულ სხვა სამყაროა, გუნდის დასახმარებლად მზად ვარ“
იუვენტუსის ახალწვეულმა ალბერტო კოშტამ ტურინულ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მე აქამდეც ძალიან კარგ გუნდში ვთამაშობდი, თუმცა იუვენტუსი სულ სხვა სამყაროა, ეს არის გიგანტი, მე მოვხვდი სრულიად განსხვავებულ რეალობაში, ვარ ძალიან ბედნიერი და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.
„საყვარელი პოზიცია ? მე ვარ ფლანგის მცველი, თუმცა მიყვარს შეტევაში ჩართვაც. ვითამაშებ იქ, სადაც გუნდს დავჭირდები. მე ქომაგებისგან ძალიან კარგი დახვედრა მივიღე და ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა თამაშის საშუალება.
„იუვენტუსთან მოლაპარაკებები ? მე იუვენტუსის ინტერესის გაანალიზება თავიდან გამიკვირდა, თუმცა რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იყო. ჩემი ოჯახი ჩემს გვერდით არის, მე ძალიან კარგი დახვედრა მომიწყეს და მაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გუნდს ჩემი მაქსიმუმი მივცე.“