კოპმეინერსს ინგლისში მსურველები ჰყავს
ტეუნ კოპმეინერსის მომავალი იუვენტუსის რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ლუჩიანო სპალეტი ნიდერლანდელის შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში იუვენტუსი მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტეუნს მსურველები მრავლად ჰყავს, მათ შორის მის მიმართ ინტერესს ინგლისური გუნდები იჩენენ, რომელთათვის მოთხოვნილი 30-35 მილიონის გადახდა პრობლემა არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
