TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსს დაახლოებით 3-4 მატჩი გაუცდება…

როგორც უკვე მოგახსენეთ, ტეუნ კოპმეიენრსს ნეკნის მოტეხილობა დაუდასტურდა, ამიტომ მას ლაზარეთში იმაზე დიდი ხნის გატარება მოუწევს, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ.

ჯერჯერობით ოფიციალურად მისი მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, ნიდერლანდელ ფეხბურთელს 3-4 მატჩი გაუცდება.

Tuttomercato-ს ცნობით, კოპმეინერსის თამაში ლაციოს წინააღმდეგ გამორიცხულია, ის სავარაუდოდ გუნდს ვერც შტუტგარტისა და ინტერის წინააღმდეგ დაეხმარება, ნიდერლანდელი ტიაგო მოტას განკარგულებაში სავარაუდოდ პარმასთან ან უდინეზესთან მატჩებში დაბრუნდება.