კოპმეიენრსის მიმართ ინტერესს იტალიური, ინგლისური და თურქული გუნდები იჩენენ
კიდევ ერთი ჩაგდებული სეზონის შემდეგ, ტეუნ კოპმეიენრსი დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსს დატოვებს.
ნიდერლანდელი იუვენტუსის რიგებს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ატალანტადან 2024 წელს, 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ტეუნმა ამ პერიოდში ბიანკონერის მაისურით 88 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტეუნი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ტურინელებს კაპიტალის დაკარგვის თავიდან ასარიდებლად ზაფხულში მისი მინიმუმ 35 მილიონად გაყიდვა მოუწევთ.
მის მიმართ ინტერესს რომა იჩენს, სადაც ფეხბურთელის ხილვა ჯან პიერო გასპერინის სურს. ამის გარდა, კოპმეიენრსს მსურველები ინგლისში და თურქეთში ჰყავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
