TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს ჯერჯერობით ბრემერის თაობაზე წინადადება არ მიუღია

ბოლო დღეებში გლეისონ ბრემერის იუვენტუსიდან წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა ამ მომენტისთვის ბრაზილიელის შესახებ ტურინულ გრანდს არანაირი წინადადება არ მიუღია.

იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის გამო დიდი ალბათობით ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა მოუწევს და ეს სავარაუდოდ გლეისონ ბრემერი იქნება.

მისი გამოსასყიდი თანხა 54 მილიონი ევროა, გლეისონს მსურველები ინგლისში ჰყავს, მისი ტრანსფერით ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან და მათთვის მითითებული თანხის გადახდა პრობლემა არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)