TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი, ლუისი და დანილო მზად არიან, გონსალესის თამაში საეჭვოა…

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტეუნ კოპმეიენრსმა, დანილომ და დუგლას ლუისმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშეს, ისინი ფიორენტინასთან მატჩში ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნებიან.

კითხვის ნიშნის ქვეს დგას ფლორენციელთა წინააღმეგ ნიკო გონსალესის თამაში. არგენტინელს ტრავმა არ აქვს, თუმცა სამედიცინო შტაბს სურს, რომ ლაზარეთიდან ახლად დაბრუნებულ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მიეცეს.

ხვალ საბოლოოდ გადაწყდება, მიიღებს თუ არა გონსალესი მონაწილეობას ფიორენტინას წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩში.