TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი, გონსალესი და კონსეისაუ რომასთან მატჩის განაცხადში იქნებიან

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რაც ჯერჯერობით ოფიციალური არ არის, იუვენტუსის ახალწვეულები ნიკო გონსალესი, ფრანცისკო კონსეისაუ და ტეუნ კოპმეიენრსი დღევანდელ მატჩში ბიანკონერის განაცხადში იქნებიან.

მათ ჯერჯერობით გუნდთან ერთად მხოლოდ 2 სავარჯიშო სესია ჰქონდათ, თუმცა ტიაგო მოტამ სამივე მათგანი გამოძახება გადაწყვიტა და ისინი სათადარიგოთა სკამზე იქნებიან.

ვეა, მილიკი, ტურამი და აჯიჩი კვლავ ტრავმირებულები არიან და მოსალოდნელია, რომ ოთხივე მათგანი ტიაგო მოტას განკარგულებაში სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდებიან.