კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერი დროის საკითხია
როგორც უკვე მოგახსენეთ (იხილეთ აქ), იუვენტუსმა ატალანტას ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე პირველი ოფიციალური წინადადება წარუდგინა და იტალიური წყაროების ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტურინში გადაბარგება დროის საკითხია.
SportMediaset-ის ცნობით, კოპმეიენრსმა გასულ კვირებში არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი გაისტუმრა უარით, რადგან ფეხბურთელს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.
გამოცემის ინფორმაციით, კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია და მას ლა დეას რიგებში დიდი ალბათობით სელტიკის ფეხბურთელი მატ ო’რაილი შეცვლის.