TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი ნაკრებში არ გაემგზავრება…

იუვენტუსის ნახევარმცველის ტეუნ კოპმეინერსი ტრავმის გამო ნაკრებში აღარ გაემგზავრება.

ტეუნმა მოედანი კალიარისთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა და როგორც შემდგომში ტიაგო მოტამ დაადასტურა, ნიდერლანდელის შეცვლა ტრავმის გამო მოუწია.

კოპმეინერსი ნაკრებში აღარ გაემგზავრება, ის უახლოეს პერიოდში შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გვეცოდინება, როდის დაუბრუნდება ის მოედანს. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნიდერლანდელს ლაციოსთან მატჩის გამოტოვეა მოუწიოს.