TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი იუვენტუსში ტრანსფერს ითხოვს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტეუნ კოპემიენრსმა ატალანტას ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მისი დრო ბერგამოში დასრულდა და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელისგან უარის მიღების შემდეგ, ლივერპულმა ნიდერლანდელის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა და ამ მომენტისთვის იუვენტუსი არის ერთადერთი გუნდი, რომელიც მის გაფორმებას ცდილობს.

ლა დეა ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ მის გაფორმებას 40-45 მილიონის სანაცვლოდ შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი ალტერნატივა შერჩეული ჰყავს (იხილეთ აქ).