TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოპმეიენრსმა რამდენიმე გუნდი უარით გაისტუმრა და იუვენტუსის მოლოდინშია

კრისტიანო ჯუნტოლი იუვენტუსის ნახევარდაცვის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და დუგლას ლუისის ტრანსფერის გაოფიცაილურების შემდეგ, იტალიელი სპეციალისტის პრიორიტეტი კეფრენ ტურამის თაობაზე ნიცასთან შეთანხმების მიღწევაა, რის შემდეგაც ის ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კოპმეიენრსის გაფორმება ტურინულ გრანდს უახლოეს პერიოდში არ გამოუვა, რადგან იქამდე ბიანკონერის რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის დინ ჰეისენის გაყიდვა მოუწევს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და კოპმეიენრსს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია. ნიდერლანდელმა რამდენიმე გუნდს უარი უთხრა და ტურინელების მოლოდინშია.

error: დაცული კონტენტი !