TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი:“ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია“

იუვენტუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეინერსმა ჯენოასთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტის შექმნა ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, მე ვლაჰოვიჩთან უფრო ახლო პოზიცია დავიკავე, რამაც შანსების შექმნის საშუალება მოგვცა და საბენდიეროდ, ჩვენ გოლების გატანა შევძელით.

„ვლაჰოვიჩი ძალიან კარგი ფორვარდია, მას მომენტების გამოყენება შესანიშნავად შეუძლია და ჩვენი მოვალეობაა, რომ მას ეს მომენტები შევუქმნათ.

„ბედნიერი ვარ კონსეისაუს გოლის გამოც, ის ვარჯიშებზე ძალიან მოტივირებული იყო და გოლი დაიმსახურა.

„მოტა ? ის შესანიშნავი ტაქტიკოსი და ადამიანია. ჩვენ ძალიან ერთიანი გუნდი ვართ, ერთად თამაში სიამოვნებას გვანიჭებს და ვიცით, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს.“