პელეგრინი:“ კონტეს პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა“
იტალიელმა ჟურნალისტმა დარიო პელეგრინიმ დაადასტურა, რომ ანტონიო კონტეს სეზონის ბოლოს იუვენტუსში დაბრუნება სურს.
„ანტონიო კონტეს აგენტსა და აურელიო დე ლაურენტისს შორის შეხვედრა გასულ კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა კონტეს მოთხოვნით მხარეებს შორის შეხვედრა გადაიდო.
„კონტეს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მისი პრიორიტეტი სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებში დაბრუნებაა, სადაც ესმით, რომ მათ კონტეს მსგავსი სპეციალისტი სჭირდებათ.
„იუვენტუსის სატრანსფერო გეგმები ? კრისტიანო ჯუნტოლი მიიჩნევს, რომ ბიანკონერის ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და თუ გუნდი 3-4 ტოპ ტრანსფერს განახორციელებს, იუვენტუსი ტიტულებისთვის იბრძოლებს.“