კონსეისაუს თამაში ლაციოსთან მატჩში საეჭვოა
შიკო კონსეისაუმ ტრავმის გამო შესაძლოა ლაციოსთან მატჩი გამოტოვოს.
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს მარჯვენა ადუქტორის კუნთის გადაღლილობა აქვს, რის გამოც მისი თამაში არწივებთან საეჭვოა.
წყაროს ცნობით, სამედიცინო შტაბი საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს და მოსალოდნელია, რომ ის მომდევნო ტურში ვერ ითამაშებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
