კონსეისაუს ინტერთან მატჩში სავარაუდოდ ოპენდა ჩაანაცვლებს
შიკო კონსეისაუს ტრავმის ფონზე, ვინც დიდი ალბათობით ინტერთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, იგორ ტუდორს მისი ალტერნატივის პოვნა მოუწევს.
Tuttosport-ის ცნობით, ედონ ჟეგროვამ გასულ დღეებში სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა კოსოვოელ ფეხბურთელს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა მიმდინარე წელს არ მიუღია და ნაკლებად მოსალოდნელია, ტუდორმა ის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენოს.
წყაროს ცნობით, კონსეისაუს მარჯვენა ფლანგზე დიდი ალბათობით ლოის ოპენდა შეცვლის, ბელგიელს ფლანგზე თამაშის გამოცდილება აქვს და საკადრო პრობლემების ფონზე, ტუდორი მის მარჯვენა ფლანგზე გამოყენებას გეგმავს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
