TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუს იუვენტუსში დარჩენა უკვე გადაწყვეტილია

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ იუვენტუსი მომდევნო თვეებში ფრანცისკუ კონსეისაუს გამოსყიდვას გეგმავს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინში გადაბარგების შემდეგ ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა და იუვენტუსი მისი გამოსასყიდი თანხის – 30 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგი არ არის.

როგორც გუშინდელი მატჩის შემდეგ თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, ის იუვენტუსში ბედნიერია და გუნდში დარჩენა სურს, ამიტომ პირადი კონტრაქტის შეთანხმება პრობლემა არ იქნება.