კონსეისაუმ განცალკევებით ივარჯიშა…
იუვენტუსი ატალანტასთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს, თუმცა დღეს შიკო კონსეისაუმ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა და დიდია ალბათობა, მან ლა დეას წინააღმდეგ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.
პორტუგალიელს კუნთის ტრავმა აღარ აწუხებს, მაგრამ ის არც თუ ისე კარგ ფიზიკურ კონდიციაშია, ამიტომ ზედმეტი დატვირთვის თავიდან ასარიდებლად პორტუგალიელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
იტალიური წყაროების ცნობით, იგორ ტუდორი ატალანტასთან მატჩში ძირითადში ედონ ჟეგროვას დაყენებას განიხილავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
