კონსეისაუ, ვეიგა და კოლო მუანი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებენ
Gazzetta dello Sport-ის ინფრომაციით, შიკო კონსეისაუ, რენატუ ვეიგა და რანდალ კოლო მუანი სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დაემშვიდობებიან.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი კონსეისაუს სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, რადგან გუნდი პორტუგალიელის არასტაბილური თამაშით უკმაყოფილოა.
ბიანკონერი ვეიგასა და კოლოს შენარჩნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მხოლოდ იჯარით, მათი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, პსჟ და ჩელსი კი თავიანთი ფეხბურთელების იჯარით გაშვებას აღარ აპირებენ.

 
                 
                 
                