TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუ:“ უმნიშვნელოვანესი ქულები, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია“

ფრანცისკუ კონსეისაუმ ლაიფციგთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ დღეს გუნდური სულისკვეთების წყალობით გავიმარჯვეთ. შეხვედრის მსვლელობისას ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ჩვენ საუკეთესო შედეგის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა არის, თუმცა ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი რთული გამოცდა გველოდება და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

„რა დავალება მომცა მოტამ ? მწვრთნელმა მოქმედების სრული თავისუფლება მომცა, ის თითოეული ჩვენგანისგან როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში მაქსიმალურად დახარჯვას ითხოვს და ჩვენ ამას სიამოვნებით ვაკეთებთ.“