TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუ:“ შავ-თეთრი მაისურის ტარება უდიდესი პატივია“

იუვენტუსის ახალწვეულმა ფრანცისკო კონსეისაუმ ტურინულ გრანდში გადასვლის შემდეგ გუნდის ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

ტრანსფერის დეტალები იხილეთ აქ.

„პირველი ემოციები ? ძალიან ბედნიერი ვარ, პირველმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა და ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ჩემს გუნდელებს, რადგან მათთან ერთად მუშაობა და გუნდის დახმარება მინდა.

„იუვენტუსში ყოფნა ძალიან დიდი პატივია, ასეთი დონის და ისტორიის გუნდის მხრიდან ინტერესი ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და ბედნიერი ვარ, რომ ბიანკონერის რიგებში თამაშის საშუალება მომეცა. იმედი მაქვს, იუვენტუსს ამბიციური მიზნების მიღწევაში დავეხმარები.

„ჩემი ძლიერი მხარეები ? მე ძალიან მიყვარს დრიბლინგი და ბურთთან ერთად ყოფნა, ვარ კრეატიული, სწრაფი, მონდომებული და ძლიერი მენტალიტეტი. ვფიქრობ, იუვენტუსმა ჩემი გაფორმება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

„რა მოლოდინები მაქვს იტალიაში ყოფნის დროს ? იმედი მაქვს, იუვენტუსთან ერთად უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებ. ეს არის გუნდი, რომელსაც ყოველთვის უმაღლესი ამბიციები აქვს და გამარჯვება არის ერთადერთი რამ, რასაც მნიშვნელობა აქვს.

„ვესაუბრე თუ არა მამას (სერჟიუ კონსეისაუ, ავტ.) იტალიური ფეხბურთის შესახებ ? დიახ, მან მითხრა, რომ მის დროს სერია ა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატი იყო, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ, ახლა კი ეს წამყვან 3 ჩემპიონატს შორის არის, სადაც დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ. აქ მოხვედრა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.

„მიზნები ? გუნდურ დონეზე იუვენტუსთან ერთად ტიტულების მოპოვებაა, ინდივიდუალურად კი ბევრი გოლის გატანა, ასისტების გაკეთება და გუნდის დახმარება მინდა.

„რას ვეტყოდი ქომაგებს ? იმედი მაქვს, თქვენ ჩემს გვერდით იქნებით. ჩვენ გამარჯვებისთვის და გუნდის მოლოდინების გასამართ₾ებლად ყველაფერს გავაკეთებთ.“