კონსეისაუ:“ მე იუვენტუსში დარჩენა მინდოდა, ახლა უნდა დავამტკიცო, რომ ეს დავიმსახურე“
იუვენტუსის ფეხბურთელმა შიკო კონსეისაუმ ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსში დაბრუნება ? ჩემი პრიორიტეტი აქ დარჩენა იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ნდობა გამომიცხადა და ჩემი გამოსყიდვა გადაწყვიტა. ახლა მე ჩემი თამაშით უნდა დავამტკიცო, რომ იუვენტუსში ყოფნას ვიმსახურებ.
„ილდისი ? მის გვერდით თამაში ძალიან მარტივია, რადგან კენანი, როგორც ჩემი სხვა თანაგუნდელები, შესანიშნავი ფეხბურთელია.
„ჩემი პოზიცია ? მე იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი მეტყვის. ჩემი პრიორიტეტი გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთებაა.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
